LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: “ხევსური გოგო…შატილის ასული” – ულამაზესი მარგარეტ დაიაური მთაში გადაღებულ კადრებს გვიზიარებს

258
BeFunky-collage - 2022-12-18T004134.275

ხელოვანი მარგარეტ დაიაური, რომელიც მეუღლესთან ერთად შატილში ცხოვრობს, სოციალურ ქსელში ხევსურეთის მთების ფონზე გადაღებულ ულამაზეს ვიდეოებს აქვეყნებს.

“ხევსური გოგო” – წერს მარგარეტი ვიდეოზე.

ვიდეომ საზოგადოების მხრიდან მოწონება და თბილი კომენტარები დაიმსახურა: “როგორი აკადემიური სილამაზეაა”…”ულამაზესი, მთის ქალღმერთი”…”ფუნჯის საკადრი სილამაზე”…”მარგარეტ ულამაზესი ხარ”

 

View this post on Instagram

 

A post shared by Margaret Daiauri (@margaretdaiauri)

მარგარეტ დაიაური, რომელიც მეუღლესთან ერთად შატილში ცხოვრობს, ხევსურულ კაფესა და სახელოსნოს ფლობს.

მან „აწარმოე საქართველოდან“ გრანტი მოიგო და მეგობრებს საინტერესო ამბავიც გაუზიარა, როგორ გაუმართა ხელი ნორვეგიელმა ჟურნალისტმა:

„უსაყვარლესმა და უკეთილშობილესმა, მარიამ ისაკაძემ შატილში ნორვეგიელი ჟურნალისტი მოიყვანა, სტატია უნდა დაეწერა ჩვენზე, ინტერვიუსას, ჩემი ისტორია მოისმინა, ასევე, მოისმინა მიზნები, გეგმები, გრანტის ამბავი, ნახა ჩემი ნამუშევრები და მითხრა, დიდი მომავალი გაქვსო, საჩუქრები დამიტოვეს და წავიდნენ.

დღეს, ბო ისევ დაბრუნდა, დაბრუნდა ერთადერთი მიზეზით, რომ ჩემთვის 1500 ლარი ეჩუქებინა, იმ თანადაფინანსების ნახევარი, რაც მე უნდა დამედო „აწარმოე საქართველოსთვის“, ეს ფული ნორვეგიელებმა შეაგროვეს ბოს ინიციატივით.

ჰოდა, მინდა იცნობდეთ ამ ადამიანს, ნორვეგიელ ჟურნალისტს, რომელსაც არანაირი ვალდებულება არ ჰქონდა, რომელსაც, წესით, არც უნდა მიექცია ყურადღება იმ თანადაფინანსების თანხისთვის, მაგრამ იმდენად კეთილი, საყვარელი და იშვიათი ადამიანია, ამისთვის დაბრუნდა.

უდიდესი მადლობა!

ჩემს სახელოსნოსა და საგამოფენო სივრცეში მოსულ სტუმრებს, აუცილებლად ეცოდინებათ, ვინ არის ბო და ჩემს წამოწყებულ იდეას ხევსურეთში, დასაწყისშივე როგორ დაუჭირა მხარი. ბომ, არა მხოლოდ მე დამიჭირა მხარი, არამედ ხევსურეთს, შატილს და მის განვითარებას !“

ამავე თემაზე:

ვიდეო: “ნიჭის ზეიმი ხარ” – მარგარეტ დაიაურის ცეკვა ხევსურეთის მთების ფონზე

ვიდეო: “მთის ცხოვრება” – მარგარეტ დაიაური ულამაზეს ვიდეოს გვიზიარებს

მარგარეტ დაიაური: ჩემი მარო ბებო, ქსოვს და ქარგავს ულამაზეს ხევსურულ წინდებს, ფერები და ორნამენტები არ მეორდება

„უსაყვარლესი კელი დეგნანი კაფეში გვესტუმრა“ – მარ­გა­რეტ და­ი­ა­უ­რი

რა საჩუქარი მიიღო შატილში კაფესა და სახელოსნოს მფლობელმა გოგონამ: „მინდა, იცნობდეთ ნორვეგიელ ჟურნალისტს, რომელსაც არანაირი ვალდებულება არ ჰქონდა, მაგრამ ამისთვის დაბრუნდა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები