LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰილარი დაფს მეთიუ კომასგან პირველი ვაჟი შეეძინა

154
hilary-duff-2

ჰილარი დაფი და მეთიუ კომა მშობლები მესამედ გახდნენ. მომღერალ წყვილს პირველი ვაჟი შეეძინა. ბიჭუნას, რომელიც ქვეყანას წყალში მშობიარობით მოევლინა, თაუნს მედოუ დაარქვეს. 7 წლიანი თანაცხოვრებიდან მათ ასევე ორი გოგონა ჰყავთ.

სასიახარულო ინფორმაცია ოჯახის მესვეურებს, თავად მუსიკოსებმა გაუზიარეს. მათ ქსელში ახალშობილთან შეხვედრის ემოციური კადრები გამოაქვეყნეს.

ჰილარი დაფისა და მეთიუ კომას ურთიერთობა სტარტს 2017 წლის იანვრიდან იღებს, თუმცა მათი გზები ჯერ კიდევ 2015 წელს, დაფის ამ დროისთვის ბოლო, მეხუთე სტუდიურ ალბომზე – Breathe In. Breathe Out. მუშაობისას გადაიკვეთა. ისინი 2019 წლის მაისში დაინიშნნენ და ამავე წლის დეკემბერში დაქორწინდნენ.

ჰილარი დაფი ახლა უკვე ოთხგზის დედაა, რადგან მას პირველი ქორწინებიდან მაიკ კომრისთან, 12 წლის ვაჟი ჰყავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები