LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰილარი სვონქი მეორედ თხოვდება

194

ოსკაროსანი მსახიობი ჰილარი სვონქი და მისი ბოიფრენდი რუბენ ტორესი დაინიშნენ. ამის შესახებ სვონქის Instagram-დან გახდა ცნობილი: „მე ბედნიერი ვარ ახალი ამბით და მინდა თქვენც გაგანდოთ. მე და რუბენი დავინიშნეთ“- წერს 41 წლის ვარსკვლავი სოციალურ ქსელში.

აღსანიშნავია, რომ „მილიონ დოლარიანი გოგონას“ ვარსკვლავი უკვე მეორედ ქორწინდება. 1997 წელს ის მსახიობ ჩად ლოუს გაჰყვა ცოლად და 10 წლის შემდეგ დაშორდა. 2006 წლიდან 2012 წლამე სვონქი საკუთარ აგენტს, ჯონ კემპისის ხვდებოდა. რაც შეეხება ტორესს, ის წარსულში პროფესიონალი ჩოგბურთლი იყო, ამჯერად კი ტრენერი გახლავთ. წყვილი პირველად წითელ ხალიჩაზე გასული წლის დეკემბერში იხილა საზოგადოებამ.

3277644600000578-0-image-a-40_1458678591320

327759CA00000578-0-image-a-26_1458677731419

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები