ჰოლივუდის ვარსკვლავი ჰიუ ჯეკმანი ნიუ-იორკში, ახალი ფილმის Song Sung Blue პრემიერაზე, წითელ ხალიჩაზე საყვარელ ქალთან, მსახიობ სუტონ ფოსტერთან ერთად გამოჩნდა და კამერების წინ ბედნიერებას ვერ მალავდა. წყვილი ღიმილით, სიცილითა და თბილი ჟესტებით მიესალმა ფოტოგრაფებს ღონისძიებაზე, რომელიც ხუთშაბათს, 11 დეკემბერს, AMC Lincoln Square Theater-ში გაიმართა. საღამოზე ჯეკმანი ასევე პოზირებდა თავისი ფილმის პარტნიორთან, ქეით ჰადსონთან.
ჰიუ ჯეკმანი და სუტონ ფოსტერი ოფიციალურად წითელ ხალიჩაზე პირველად ოქტომბერში, ფილმის მსოფლიო პრემიერაზე გამოჩნდნენ, თუმცა წყვილი ერთმანეთთან უკვე დაახლოებით ორი წელია ურთიერთობს. სწორედ ამ ურთიერთობის შემდეგ დასრულდა მსახიობის 29 წლიანი ოჯახური ცხოვრება, რაც მედიაში დიდი განხილვის თემა გახდა.
„ველით ექს-ცოლის მორიგ წყევლას“ – ჰიუ ჯეკმანმა „ინსტაგრამზე“ საყვარელი ქალის ვიდეო გაავრცელა
ფილმი Song Sung Blue რეალურ ისტორიაზეა დაფუძნებული და მოგვითხრობს ორი მუსიკოსის შესახებ, რომლებიც ქმნიან ნილ დაიმონდის სიმღერების ტრიბიუტ-ბენდს. ეს თბილი და ემოციური ისტორია ამტკიცებს, რომ სიყვარულისა და ოცნებების ასრულებისთვის გვიან არასოდეს არის. ფილმის პრემიერა ქვეყნის მასშტაბით 25 დეკემბერს, შობის დღეს შედგება.





