უკვე წლებია, ავსტრალიელი მსახიობი, ჰიუ ჯეკმანი კანის სიმსივნეს მკურნალობს. გამონაკლისი არც 2016 წელი გახდარა. რამდენიმე დღის წინ მან „ინსტაგრამზე“ ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც მას სახეზე სპეციალური სახვევი აქვს გაკეთებული. ჯეკმანმა განაცხადა, რომ სიმსივნის მიზეზით მან მორიგი ოპერაცია გაიკეთა.
„აი, რა ხდება, როდესაც არ ხმარობ მზისგან დამცავ საშუალებებს. კანის სიმსივნე. ონკოლოგიის ყველაზე მსუბუქი ფორმა, მაგრამ მაინც სერიოზული. გთხოვთ, გამოიყენეთ მზისგან დამცავი მალამოები და რეგულარულად ესტუმრეთ ექიმს“, – დაწერა მსახიობმა.