ცნობილია, რომ H&M-ის საახალწლო კოლექციას ყოველთვის მუსიკალური აკომპანიმენტი ახლავს. წინა წელს ბრენდისთვის საუნტრეკი ლეიდი გაგამ და ტონი ბენეტმა წარმოადგინეს. ამჯერად კი, 2015 წლის კოლექციას კეტი პერის სიმღერა Every Day Is a Holiday გააფორმებს. შეგახსენებთ, რომ მომღერალი ბრენდის საშობაო კოლექციის სახე გახდა, რომლის გაყიდვებიდან შემოსული თანხა იუნისეფის ფონდში ირიცხება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების დასახმარებლად.
კეტი პერიმ ვიდეო სპეციალურად ჩაწერა H&M-ისთვის. ვიდეო 23 ნოემბერს გამოჩნება ინტერნეტში.