48 წლის ჰოლი ბერი ამჯერად ჰითროულის აეროპორტში გამოჩნდა. როგორც ჩანს, მსახიობმა ვარცხნილობა შეიცვალა. ის მოკლე თმითა და ძალზედ ორიგინალური ვაცხნილობით გამოვიდა ფოტოგრაფებთან. კიდევ ერთი საინტერესო დეტალი ბერის გარეგნობიდან გახლდათ ნაიარევი ნიკაპთან, რომელიც ყველა ფოტოზე შესამჩნევია.
რაც შეეხება სტილს, მუდამ ელეგანტური ჰოლი ბერი არც ამჯერად ღალატობს ტრადიციას. კლასიკური ყავისფერი პალტო მსახიობს დახეულ ჯინსებთან და ორიგინალურ ბოტებთან ჰქონდა შეხამებული. მას თან ახლდა 2 წლის ვაჟი მაკეოც.
