LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰოლი ბერიმ 8 წლის ვაჟის, მასეოს ფოტო პირველად გამოაქვეყნა

80
holiberi

55 წლის ჰოლი ბერის ვაჟს, მასეოს 8 წელი შეუსრულდა. ამ დღესთან დაკავშირებით ოსკაროსანმა მსახიობმა ,,ინსტაგრამზე” შვილის ფოტო გამოაქვეყნა. ეს ის შემთხვევაა, როდესაც მასეოს ფოტოს ფაქტობრივად პირველად ვხედავთ, რადგან ბერი მაქსიმალურად მალავს მას მედიისგან. მასეოს ფოტოზე ცნობილი კომიქსის გმირის, მაიორ გრომის კოსტიუმი აცვია და მისი სახე თითქმის არ ჩანს.

შეგახსენებთ, რომ მასეოს მამა ცნობილი მსახიობი ოლივიე მარტინესია. მასზე ჰოლი ბერი 2013 წლიდან 2016 წლამდე პერიოდში იყო დაქორწინებული. ჰოლის ასევე ჰყავს ქალიშვილი, 13 წლის ნალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები