LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰოლი ბერი უსახლკაროების თავშესაფარში ცხოვრობდა

34

ჰოლი ბერიმ თაყვანისმცემლები უჩვეულო აღიარებით გააოცა: როგორც აღმოჩნდა, ოსკაროსანი მსახიობი გარკვეული პერიოდის განმავლობაში უსახლკაროთა საცხოვრებელში ცხოვრობდა, ხოლო მსოფლიო ვარსკვლავობისკენ მიმავალი გზა გრძელი და საკმაოდ რთული იყო.

”როდესაც ნიუ-იორკში მარტო წავედი საცხოვრებლად, ერთხელ დავურეკე დედას და ფულის გაგზავნა ვთხოვე, მაგრამ მან უარი მითხრა. ამის გამო ახლა მისი ძალიან მადლიერი ვარ, რადგან ამ საქციელით მან ერთადერთი სწორი გზა მიჩვენა. მან მითხრა, რომ თუ მსახიობობა ჩემი ნამდვილი მისწრაფება იყო, ამ პრობლემას თავად გავუმკლავდებოდი. მან მირჩია, მემუშავა ნებისმიერ ადგილას, რათა საკუთარი ფული გამომუშავებინა, ხოლო როდესაც მოვმაგრდებოდი, მსახიობი გავმხდარიყავი. ასეც მოვიქეცი – გავხდი ბარმენი, შემდეგ კი მივიღე პირველი როლი სერიალში” – განაცხადა ჰოლიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები