LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰოლი ბერიმ ბოიფრენდი გამოაჩინა

68

მსახიობმა ჰოლი ბერიმ ბოიფრენდი გამოაჩინა. სოციალურ ქსელში მან ახალი რჩეულის შავ-თეთრი ფოტო გააზიარა და დააწერა: „ჩემი ბალანსი“.

51 წლის ვარსკვლავის რჩეული 34 წლის ბრიტანელი ჰიპ-ჰოპ პროდიუსერი და პრემია „გრემის“ მფლობელი ალექს და კიდია. ის ისეთ ვარსკვლავებთან თანამშრომლობს, როგორებიც ემინემი, ნიკი მინაჟი, რიანა, პაფ დედი და სხვა ცნობილი სახეები არიან. დასავლური პრესის ცნობით, ისინი დაახლოებით ორი თვეა, რაც ერთმანეთს ხვდებიან.

შეგახსენებთ, რომ ყოფილ მეუღლეს, ოლივიე მარტინესს ბერი 2016 წლის დეკემბერში დაშორდა. მათ 3 წლის ვაჟიშვილი ჰყავთ, პირველი ქორწინებიდან ჰოლი 9 წლის ქალიშვილს ზრდის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები