LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Honda ევროპული ბაზრიდან წასვლას გეგმავს

86
honda

Honda გლობალური ცვლილებებისთვის ემზადება და მის ფარგლებში ინგლისურ სუინდონში მდებარე ქარხნის დახურვას გეგმავს. აღსანიშნავია, რომ სუინდონის ქარხანა მთელ ევროპაში ერთადერთია და მისი დახურვა ევროპაში წარმოების შეწყვეტის ტოლფასია.

როგორც ბრენდის წარმომადგენლებია აცხადებენ, მსგავსი გადაწყვეტილების მიზეზი საავტომობილო წარმოებაში მომხდარი ცვლილებები გახდა. ევროპის ბაზარზე ელექტრონული მოდელების პოპულარობა სულ უფრო და უფრო იზდება, „ჰონდა“ კი ამ გამოწვევას ფეხს ვერ უწყობს და წარმოებას იმ რეგიონებში მიმართავს – სადაც მის ავტომობილებზე კვლავ დიდი მოთხოვნაა.

ერთ-ერთი ვერსიით, Honda-მ დიდი ბრიტანეთიდან წასვლა ბრექსიტის გამოც გადაწყვიტა, თუმცა ამ ინფორმაციას კომპანიაში არ ადასტურებენ.

აღსანიშნავია, რომ გარდა სუინდონისა, „ჰონდა“ თავის ქარხანას თურქეთშიც დახურავს, სადაც ძირითადად Civic-ის სედანი გამოდიოდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები