LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Honda კიდევ ერთ ელექტრონულ კროსოვერს გამოუშვებს

169
honda-news12121

ელექტრონული კროსოვერი Siming X-NV ბაზარზე წლის ბოლოდან გამოვა. სიახლე ყველგანმავალი XR-V-ს ბაზაზეა აგებული და მთლიანად ევროპულ სტილშია შესრულებული.

გარეგნულად ახალი ელ-ქარი ბენზინზე მომუშავე Honda-ს მსგავსი იქნება და ერთადერთი განსხვავება ფარებშია. ასევე, მოდელს სტანდარტული ლოგოტიპის Honda-ს ნაცვლად ახალი წარწერა – Dongefeng ამშვენებს. სალონში კლიმატ-კონტროლის დიზაინი შეიცვალა და რამდენიმე დამატებითი ღილაკიც გაჩნდა.

ახალი ელექტროქარის კონსტრუქცია საკმაოდ მარტივია. კროსოვერი 120 კილოვატიანი ელექტროძრავითაა აღჭურვილი და ერთი დამუხტვით 401 კილომეტრის გავლა შეუძლია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები