LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Honda–მ ცუდი ამინდის და ელექტრონიკის სიმცირის გამო წარმოება შეაჩერა

60
honda324345

“ჰონდა“ იმ ავტომწარმოებლების მზარდ რიცხვს შეუერთდა, ვისაც სხვადასხვა ნაწილების გლობალური დეფიციტს გამო პრობლემები შეექმნა. თუმცა, წარმოების შეჩერება კომპანიას ცუდი ამინდის გამო მოუხდა.

სააგენტო Reuters–ის ინფორმაციით, „ჰონდამ“ აშშ–სა და კანადაში მდებარე რამდენიმე ქარხანა გააჩერა. თუმცა, პრობლემა მხოლოდ პანდემიის გამო წარმოქმნილ სიტუაციაში არ არის. კორონავირუსს დაემატა მძიმე ზამთარიც, რომელმაც ლოჯისტიკური საკითხების მოგვარება ძალიან გაართულა. პორტები დაიხურა და კომპანია ავტომობილების ტრანსპორტირებასაც ვეღარ ახერხებს. თუ რამდენად მასშტაბურია ეს პრობლემა, ამას „ჰონდაში“ არ აზუსტებენ და ისე ცნობილია რომ აშშ–სა და კანადის ქარხნები კვირაში 30 ათას მოდელს მაინც უშვებდა.

იაპონელ მწარმოებელს ქარხანა აქვს ასევე მექსიკაშიც და ნაწილების დეფიციტი მას ჯერ–ჯერობით არ შეხებია.

ავტო–ნაწილების ბაზარზე არსებული სიტუაციის დარეგულირებას ექსპერტები ამ წლის ბოლომდე არ პროგნოზირებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები