კომპანია Honda თავის ელექტრონულ ჰეტჩბეკზე ძალიან დიდ იმედებს ამყარებს და დარწმუნებულია, რომ ის მას ბაზარზე დაბრუნებაში დაეხმარება. დაგეგმილი გაყიდვები კი წელიწადში 10 ათას სითიქარს შეადგენს.
Honda e – მავნე გამონაბოლქვის შესამცირებლად საუკეთესო გადაწყვეტილებაა. თუმცა, იმისთვის რომ 2020 და 2021 წლების ნორმა დაიცვან, ბრენდს გაყიდვების მაქსიმალურად გაზრდა მოუწევს.
კომპანიას განსაკუთრებით ევროპულ ბაზარზე მოუწევს მუშაობა, რადგან ჰეტჩბეკი Logo-ს ჩავარდნის შემდეგ მთელი იმედები Jazz-ზე გადაიტანეს. Jazz იყიდება, თუმცა მასზე არც თუ ისე დიდი მოთხოვნაა.
რაც შეეხება სიახლეს, მისი საჯარო დებიუტი ფრანკფურტის ავტოსალონზე შედგება და როგორც Honda-ში ირწმუნებიან, წინაწარი შეკვეთების რაოდენობამ 40 ათასს გადააჭარბა. Honda e-ს საბაზისო ვერსიის ფასი 29 470 ევრო, მოდიფიკაციის კი 32 470 ევრო იქნება.