LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Honda-ს Pilot ძალიან გაშავდა

130
5b8cb36a1308829a8e5152f0d6cd3840b286242e

Honda Pilot-ის 2020 წლის ხაზში ახალი მოდელი Black Edition გაჩნდა. კროსოვერი კომპლექტაციის Elite-ის ბაზაზე აიგო და ის შავი ექსტერიერითა და დეკორაციული ელემენტებით შეავსეს.

ახალ ფლაგმანს ძარის ექსკლუზიური ფერი Crystal Black Pearl გამოარჩევს. მისი ემბლემა, რადიატორის ბადე, საბარგულის კარები და საბურავებიც მთლიანად შავ ფერში გადაწყდა. შავივე სალონი რამდენიმე წითელი ელემენტითაა გაფორმებული. კროსოვერის შეძენა როგორც 7 ასევე 8 ადგილიანი კომპლექტაციითაა შესაძლებელი.

რაც შეეხება ტექნიკურ მახასიათებლებს, დიდი ცვლილებები არ მომხდარა. ატმოსფერულ ძრავ V6-ს 284 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია.

ყველაზე შავი კროსოვერის ფასი 50 715 დოლარი იქნება და ამ ფასში სადილერო ცენტრიდან სასურველ ადგილზე ტრანსპორტირებც შედის.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები