LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Honda შექმნის ელექტრომობილს, რომელსაც გვერდითი სარკეები არ ექნება

139
hondavideo

იაპონური მწარმოებელი მუშაობს ახალ ელექტრომობილზე, რომელსაც Honda E ეწოდება და კონცეპტი იმითაა განსაკუთრებული, რომ ავტომობილს გვერდითი სარკეები აღარ ექნება.

სარკეების ნაცვლად ავტომობილი მიიღებს კამერების სისტემას, რომელიც ორი 6 ინჩიანი კამერისგან შედგება და გარემოს სარკეებზე ბევრად უკეთ გააკონტროლებს.

მწარმოებელი დარწმუნებულია, რომ სიახლე ბევრად კომპაქტური და კომფორტულია. კამერები ბორბლების ბაზას არ სცდება, ჰაერის ნაკადთან წინააღმდეგობას კი 90%-ით ამცირებს.  გარდა ამისა, მისი საშუალებით აეროდინამიკაც უმჯობესდება.

აღსანიშნავია, რომ სისტემა ჩვეულებრივთან ერთად გაფართოებულ რეჟიმშიც იმუშავებს და ამ უკანასკნელის მეშვეობით ხედვის არეალი 50%-ით გაიზრდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g