LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰონგ-კონგის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე სტუმრები საქართველოს დაცულ ტერიტორიებს ვირტუალური სათვალეების საშუალებით ეცნობოდნენ

105
გამოფენა

დაცული ტერიტორიების სააგენტო, საქართველოს ეროვნული პარკების სახელით, ჰონგ-კონგის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე იყო წარმოდგენილი.

სააგენტომ დამთვალიერებელს საქართველოს ეროვნული პარკების ეკოტურისტული და სათავგადასავლო მიმართულება, უნიკალური ბიომრავალფეროვნება შესაბამისი ვიზუალური და ტექსტუალური მასალებით გააცნო.

გამოფენის სტუმრები საქართველოს დაცულ ტერიტორიებს ვირტუალური სათვალეების საშუალებით ეცნობოდნენ.

დაცული ტერიტორიების სააგენტომ, საქართველოს ეროვნული პარკების და სათავგადასავლო მიმართულებების შესახებ ცნობადობის გაზრდის მიზნით, ვრცელი პრეზენტაცია წარადგინა.

magti 5g