ჰორეკა სექტორის წარმომადგენლებს ყოველგვარი სარემონტო სამუშაოების გარეშე ღია სივრცის ათვისების საუკეთესო შესაძლებლობა აქვთ. სტუმრების მასპინძლობისთვის განკუთვნილი დამატებითი მყუდრო გარემოს მოწყობა კი მოკლე დროში შეუძლიათ, რითიც მათი ბიზნესის შემოსავალი 20-40%-მდე გაიზრდება.
სივრცის მოწყობისთვის „დიო“-ში შესაძლებელია თანამედროვე, მოძრავი გადახურვის სისტემა – პერგოლისა და შემინვის სისტემების შერჩევა. მოგეხსენებათ საქართველოში ადგილობრივი წარმოებული პერგოლა მხოლოდ კომპანია ,,დიო’’-შია, რაც შედარებით ბიუჯეტურ განფასებასა და მოკლე დროში დამზადებას გულისხმობს.
პერგოლით გადახურული ტერასა, რომელიც გარშემო შემინვის სისტემებით არის შეფუთული მოსახერხებელ გარემოს ქმნის, სადაც ნებისმიერ ამინდში შესაძლებელია დროის სასიამოვნოდ გატარება. საღამოს პერგოლის განათებული სივრცე კი რომანტიკული და განსხვავებულია.
შემინვის სისტემებიდან არეკლილი გაზაფხულის სასიამოვნო, ბრჭვიალა მზის სხივები, მოძრავი სახურავიდან შემოსული სუფთა ჰაერი, ბუნებასთან მეტი სიახლოვე, მრავალფეროვანი ხედები რესტორანს, კაფე-ბარსა თუ სასტუმროს გამორჩეულსა და სასურველს გახდის.
ზამთრის სეზონზე კი პერგოლით გადახურული სივრცე და გამჭვირვალე მინებიდან დანახული ფიფქის ფანტელებით შექმნილი ზღაპრული გარემო სტუმრებისთვის ყველაზე საყვარელი ადგილი გახდება.
პროდუქტების კომბინაციით შექმნილი ორიგინალური ტერასები კი ბიზნესის გაზრდილ შემოსავალს გულისხმობს.
შეგახსენებთ, კომპანია „დიო“ 27 წელია ბაზარზეა და დღემდე ლიდერის, საიმედო კომპანიის პოზიციას ინარჩუნებს. პროდუქციის შერჩევიდან კვალიფიციურ, ევროპული სტანდარტის შესაბამის მონტაჟამდე დამატებით კომფორტს ქმნის, გამძლე და ხარისხიანი პროდუქტი კი წლების განმავლობაში დამკვეთს ერთგულად ემსახურება, მათი შერჩევა კი თბილისსა და რეგიონებშია შესაძლებელი:
- თბილისი – დავით აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ, ფარსადანის ქ. 3, (+995 32) 2 36 11 12
- ქუთაისი – ილია ჭავჭავაძის ქ. 20, (+995 32)2 36 11 12 (შიდა ნომერი: 400); 0431 26 33 00; მობ: 577 555 672
- ბათუმი – ვახტანგ გორგასალის 128/134, (+995 32) 2 36 11 12 (შიდა ნომერი: 500,501) მობ: 595 88 78 78
- თელავი – ჭავჭავაძის ქ. 52, (+995 32)2 36 11 12 (შიდა ნომერი -300) მობ: 598 08 07 01; 598 08 07 02
„დიო“ – 27 წელი თქვენს გვერდით!
(R)