LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰქონდა თუ არა პატრიარქს კონტაქტი ინფიცირებულ მეუფე ანტონთან – რას ამბობს მეუფე ნიკოლოზი

177
niko

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი ამბობს, რომ პატრიარქის მდივან-რეფერენტი, შორენა თეთრუაშვილი ილია მეორესთან ახლოს მისულიც არ უნახავს. მისივე თქმით, პატრიარქს კონტაქტი არც მეუფე ანტონთან ჰქონია.

მეუფე ანტონს კორონავირუსი დაუდასტურდა

ინფორმაციას პატრიარქის ექიმი ადასტურებს

შეგახსენებთ, მეუფე ანტონი კორონავირუსით არის ინფიცირებული. ის ამ დროისთვის კლინიკაში მკურნალობს. შორენა თეთრუაშვილზე კი საპატრიაქრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ის თვითიზოლაციაშია. მისი ტესტის პასუხი ხვალ გახდება ცნობილი.

“მეუფე ანტონსაც სრულებით შემთხვევით დაუდგინდა. მეუფე ანტონი არ მინახავს ამ ბოლო დროს საპატრიარქოში, ახლა აპირებდა მოსვლას და ვერ შევიდა, არ შევიდა… პატრიარქს არ შეხვედრია. შორენაც ახლოს მისული არ მინახავს პატრიარქთან”. – ამბობს მეუფე ნიკოლოზი ფორმულასთან სატელეფონო ინტერვიუში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g