LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

HR.ge-ის ორგანიზებით „ონლაინ დასაქმების ფორუმი+ღონისძიება 2018” ჩატარდება

340

პირველად საქართველოში დასაქმების ყველაზე დიდი პორტალი www.HR.ge ორგანიზებას უწევს ინოვაციურ პროექტს “ონლაინ დასაქმების ფორუმი+ღონისძიება 2018” აღმოსავლეთ (თბილისი) და დასავლეთ (ბათუმი) საქართველოში.

როგორც ”ფორტუნას” HR.ge-იდან აცნობეს, აღნიშნული ღონისძიება აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას კომპანიებსა და სტუდენტებს/ახალ კურსდამთავრებულებს მთლიანი ღონისძიების მანძილზე, საბოლოო ღონისძიების ჩატარებამდე, ონლაინ რეჟიმში მიიღონ მონაწილეობა დასაქმების ფორუმში.

სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, დარეგისტრირდნენ ონლაინ დასაქმების ფორუმზე რეგიონის შეაბამისად და:

  • შეავსონ CV ონლაინ
  • ნახონ მონაწილე კომპანიები და იპოვონ სასურველი ვაკანსიები
  • გამოეხმაურონ ონლაინ – გააგზავნონ CV ღილაკზე დაჭერით მათთვის სასურველ ვაკანსიებზე
  • მივიდნენ რეალურ ღონისძიებაზე ამობეჭდილი CV-ებით და შეხვდნენ კომპანიის წარმომადგენლებს, გაესაუბრონ ვაკანსიების შესახებ და წარადგინონ საკუთარი თავი.

„ონლაინ დასაქმების ფორუმი+ღონისძიება 2018“-მა სტარტი აიღო 1 მაისს. რეგისტრაციისთვის უნდა გადახვიდეთ შესაბამის ბმულზე – www.hr.ge/jobfairTbilisi; www.hr.ge/jobfairBatumi

ღონისძიებების კალენდარი: ონლაინ დასაქმების ფორუმი დასავლეთ საქართველო: 1 მაისი – 18 მაისი. ღონისძიება: ბათუმი – 18 მაისი, რუსთაველის გამზირი N40, ჰილტონი ბათუმი, 11:00 დან 17:00 სთ-მდე.

ონლაინ დასაქმების ფორუმი აღმოსავლეთ საქართველო: 1 მაისი – 8 ივნისი. ღონისძიება: თბილისი – 8 ივნისი, თავისუფლების მოედანი N4, ქორთიარდ მარიოტი თბილისი, 11:00 დან 17:00 სთ-მდე.

შეგახსენებთ, დასაქმების სააგენტო „ეიჩარი“ არის წამყვანი დასაქმების სააგენტო საქართველოში, ხოლო მისი საიტი (www.hr.ge) და უკვე საიტების ერთიანი სივრცე  (www.cv.ge, www.doctor.ge, www.course.ge,  www.chefs.ge www.career.ge, www.Bankers.ge  http://www.hr.com.ge/ http://www.hr.com.ge/ ) სადაც განთავსებულია ყველაზე მეტი ვაკანსია ინტერნეტ სივრცეში – ყველაზე მაღალი მაჩვენებლი საქართველოში დასაქმების პორტალებს შორის. კომპანია შეიქმნა 2006 წელს და ის უკვე მრავალი წელია ეხმარება როგორც კომპანიებს ვაკანტური პოზიციის შევსებაში, ასევე სამსახურის მაძიებელთ სასურველი ვაკანსიის მოძიებასა და დასაქმებაში.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეკოთ შემდეგ ტელ. ნომერზე: 032 2 193333 (130). სამუშაო საათები 09:30 – 18:30.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები