მომღერალი მერაბ სეფაშვილი გადაცემა „დილა მშვიდობისა საქართველოს“ სტუმრობდა, სადაც ისაუბრა მის ერთ-ერთ ცნობილ კომპოზიციაზე – „გაიღიმე“, რომელიც 26 მარტის ისტორიული გამარჯვებისა და ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვების შემდეგ, გამარჯვების ჰიმნად იქცა.
„ეს სიმღერა ამ გამარჯვებას მართლაც გასდევს როგორც ლაიტმოტივი. „გაიღიმე“ მართლაც ხშირად დაემთხვა გამარჯვებებს და დიდი იმედი მაქვს, რომ ახლა უკვე ევროპის ჩემპიონატზე, კიდევ ერთად ვიმღერებთ იმ განწყობით, რა განწყობითაც 26 მარტს ვიმღერეთ.
რა თქმა უნდა, ბედნიერი ხარ, როდესაც შენს სიმღერას უსმენ. ეს სიმღერა გია მაჭარაშვილს ეკუთვნის, ერთად გავაკეთეთ – იყო სხვა ვერსია და შემდეგ სხვა ვერსია შევქმენით, ყველაზე დიდი დამსახურება კი ქომაგებს აქვთ, რადგან ეს ყველაფერი მათ გააკეთეს, ბიჭებთან, სპორტსმენებთან ერთად, იმიტომ რომ მათაც [ფეხბურთელებს] მოსწონთ ეს სიმღერა.
ბევრი რამ შეუქმნიათ, დაუწერიათ სპეციალურად, მაგრამ რაც საზოგადოებას მოსწონს, ზუსტად ის აიტაცეს – „შენთანა ვარ, ნურაფრის ნუ გეშინია“ – ძალიან ბევრ ქვეყანაშია ანალოგიური შინაარსის, საგულშემატკივრო ფრაზები, ასევე მელოდია, რომელიც იმღერება, ქართველები მელოდიური ხალხი ვართ და ეს მელოდია მოსწონთ“, – აღნიშნა მერაბ სეფაშვილმა.
მერაბ სეფაშვილის ემოციები, როცა "გაიღიმე" საქართველოს ნაკრების გამარჯვების სიმბოლოდ იქცა?⚽️💥 როგორი ემოციები ჰქონდა მერაბ სეფაშვილს, როცა "გაიღიმე" საქართველოს ნაკრების გამარჯვების სიმბოლოდ იქცა?
Posted by დილა მშვიდობისა საქართველო on სამშაბათი, 11 ივნისი, 2024
დღესვე, გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“, მერაბ სეფაშვილი საკუთარ სიმღერაზე კადრს მიღმა, წამყვანებთან ერთად ამღერდა.