LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ზღაპრის ბოლო კეთილი იქნება ყოველთვის – დიდი გამარჯვებები შორს არ იქნება“ – მერაბ სეფაშვილი გამარჯვების ჰიმნად ქცეულ სიმღერაზე

242
მერაბ სეფაშვილი

„გაიღიმე“ – მერაბ სეფაშვილის სიმღერა, რომლის მუსიკის ავტორიც კომპოზიტორი გია მაჭარაშვილია, ხოლო ტექსტის ავტორი ირმა სოხაძე, მსმენელს უკვე 24 წელია, ძალიან უყვარს, თუმცა ბოლო ორ დღეში, გამარჯვების ჰიმნად ქცეული სიმღერა საქართველომ კიდევ უფრო მეტად შეიყვარა.

ექსკლუზივი: როგორ შეხვდა „გაიღიმეს“ ტექსტის ავტორი ირმა სოხაძე სიმღერის საფეხბურთო ჰიმნად ქცევას: „ჩემს სიტყვებს ხალხი ყველგან მღერის… ფანებმა აიტაცეს ეს სიმღერა. მე და გია მაჭარაშვილი ძალიან ბედნიერები ვართ!..“

სიმღერას ასრულებდნენ ქომაგები სტადიონზე, გამარჯვებული ფეხბურთელები „დინამო არენას“ გასახდელში, ბედნიერი გულშემატკივრები ქალაქის ქუჩებში.

სიმღერის შექმნის ისტორია მერაბ სეფაშვილმა „ფორმულას“ ეთერში გაიხსენა და საკუთარ ემოციებზე ისაუბრა:

„გამარჯვება ძალიან მახარებს, ძალიან ბედნიერი ვარ, დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალი წარმატებები და დიდი გამარჯვებები ჩვენგან შორს არ იქნება.

სიმღერის ეს ვერსია 2000 წელს გავაკეთეთ, მაშინვე ძალიან შეიყვარა ახალგაზრდობამ, ნანახი მაქვს, სტადიონებზე მღეროდნენ ხოლმე, შემდეგ ქომაგების ჰიმნი გახდა, ახლა გავედი გარეთ და მთელი საქართველო მას მღეროდა.

სიტყვები არ მყოფნის, ისე მიხარია, ყველას გილოცავთ. ნაკრების წევრებიც კარგად მღეროდნენ – ზღაპრის ბოლო რომ კეთილია, ეს გვინდა ყველას, ამიტომ ვმღერით, ჩვენ ვართ მათთან ერთად, გულშემატკივრები, მთელი საქართველო. ამიტომ წარმატებები მათ და ზღაპრის ბოლოც კეთილი იქნება ყოველთვის“, – თქვა მერაბ სეფაშვილმა.

🎉⚽,,ზღაპრის ბოლო კეთილია" – საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების ემოციების საბერძნეთთან გამარჯვების შემდეგ #fortunage ვიდეო: ეროვნული ნაკრები

Posted by Radio Fortuna FM 106,9 on სამშაბათი, 26 მარტი, 2024

🎶 „შენთან, შენთან ვარ, მამარდასი გეშინია“ – ემოციების ზღვა და დღის გმირი ფეხბურთელების მხიარული სიმღერა ისტორიული გამარჯვების შემდეგ ❤ 🎥 Europop

Posted by Radio Fortuna FM 106,9 on სამშაბათი, 26 მარტი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები