LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შალვა პაპუაშვილი: „ოპოზიციის წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ – ნუ გააცდენენ საკუთარ სამსახურს“

125
შალვა პაპუაშვილი

„ოპოზიციიდან არის შემოსული რამდენიმე წერილი, სადაც აღნიშნულია, რომ ისინი არ აპირებენ პლენარულ სხდომაზე დასწრებას. კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ არასწორი პრაქტიკაა, როდესაც საკითხის მითითების გარეშე სესიაზე დასწრებაზე უარს ამბობს, ეს არ არის ე.წ. ბოიკოტის არსი“, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის მიერ საპარლამენტო განხილვებისთვის გამოცხადებულ ბოიკოტს.

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატებს მოუწოდა, „ნუ გააცდენენ სამსახურს“.

„თითქმის არსად, ჩემთვის ცნობილ რეგლამენტებში, ბოიკოტი წესი არ არის, ჩვენთან, ოპოზიციის ხელში, უბრალოდ გაცდენის საბაბად არის ქცეული. ოპოზიციის წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, ნუ გააცდენენ საკუთარ სამსახურს. ეს მათი სამსახურია, რომ დაესწრონ სხდომებს და მონაწილეობა მიიღონ განხილვებში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები