LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ახლა თავს ბევრად უფრო სექსუალურად ვგრძნობ“ – 43 წლის სერენა უილიამსის გასაოცარი გარდასახვა

409
page

სერენა უილიამსი მილანში, Gucci-ის ახალი კოლექციისა და ფილმის პრემიერაზე შეუდარებელი ვიზუალით გამოჩნდა. ლეგენდარული ჩოგბურთელი, რომელმაც ბოლო პერიოდში საგრძნობლად დაიკლო წონაში, ფოტოგრაფების წინაშე ნახევრად გამჭვირვალე, შავი კაბით პოზირებდა.

თავად სპორტსმენმა აღიარა, რომ ბოლო თვეებში 14 კილოგრამი დაიკლო და ეს შედეგი პრეპარატ, Zepbound-ის (GLP-1) დახმარებით მიიღო, რომელიც „ოზემპიკის“ უფრო ძლიერი ანალოგია.

„ახლა თავს ბევრად უფრო სექსუალურად ვგრძნობ“, – განაცხადა 43 წლის სერენამ.

მრავალი წლის განმავლობაში სერენა ძალის, პროფესიონალიზმისა და სპორტული სხეულის სიმბოლოდ იქცა. მეორე შვილის დაბადების შემდეგ წონის კლება მისთვის პრობლემად იქცა. ვარჯიშისა და ჯანსაღი კვების მიუხედავად, წონის კლება შეჩერდა. სწორედ მაშინ გადაწყვიტა მან აღნიშნული პრეპარატის გამოყენება.

საკულტო მომენტი – მარია შარაპოვა ,,საერთაშორისო ჩოგბურთის დიდების დარბაზში” გაწევრიანების ცერემონიაზე, სერენა უილიამსმა წარადგინა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები