LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჰუალინგ ჯგუფი“ აჭარაში ინვესტირებას გეგმავს

103

„ჰუალინგ ჯგუფი“ აჭარაში ინვესტირებით დაინტერესდა. რეგიონის საინვესტიციო შესაძლებლობა „ჰუალინგ ჯგუფის“ პრეზიდენტს მი ენ ჰუას და კიდევ 30 კომპანიას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, რამაზ ბოლქვაძემ გააცნო.

ბოლქვაძემ ინვესტორებს აჭარის საპრივატიზაციო ობიექტებზეც მიაწოდა ინფორმაცია. საუბარი კურორტ „გოდერძიზე“ საინვესტიციო პროექტების განხორციელებას შეეხო.

”ჰუალინგ ჯგუფი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია, რომელსაც საქართველოში 8 პროექტი უკვე განხორციელებული აქვს. ამჯერად ის აჭარაში ინვესტირებით დაინტერესდა. ეს კიდევ ერთი მაგალითია, რომ ჩვენი საინვესტიციო პოლიტიკისადმი, ქვეყანაში არსებული საკანონმდებლო რეგულაციებისადმი, ზოგადად ხელისუფლების ბიზნესისადმი დამოკიდებულებისადმი ნდობა ისეთი ავტორიტეტული კომპანიის როგორიც „ჰუალინგ ჯგუფია“ ძალიან მაღალია და დღეს მათ სხვადასხვა მიმართულებით ჩვენთან თანამშრომლობის სურვილი უკვე გამოთქვეს.  ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ კომპანიასთან, რაც გვაძლევს დიდ მოლოდინს, რომ რეგიონში დამატებით ახალი საინვესტიციო პროექტების განხორციელება დაიწყება“- განაცხადა რამაზ ბოლქვაძემ.

აღსანიშნავია, რომ „ჰუალინგ ჰგუფი“ საქართველოში უკვე 8 მსხვილ პროექტს ახორციელებს. საინვესტიციო პოსტფელი კი, 500 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g