ელიტ ელექტრონიქსი დღეიდან ჰუავეის ოფიციალური წარმომადგენელი გახდა. დღეიდან ელიტ ელექტრონიქსის მაღაზიათა ქსელში შეგიძლიათ შეიძინოთ ჰუავის ბრენდის ოფიციალური პროდუქცია. ამასთან დაკავშირებით, მოხდა ჰუავეის ახალი სმარტფონის პრეზენტაცია, ეს ჰუავეის პირველი სმარტფონია ქართული მენიუთი, რომელიც ელიტ ელექტრონიქსის მაღაზიათა ქსელში უკვე წარმოდგენილია.
P8 Lite-ს, სმარტფონი გამოირჩევა მძლავრი მონაცემებით, დახვეწილი დიზაინითა და ფასით; 5 ინჩიანი ეკრანი, ანდროიდ 5.0.1 ოპერატიული სისტემა, Octa-core 1.2 GHz Cortex-A53 პროცესორი, 13 მეგაპიქსელი ფოტო კამერა, 5 მეგაპიქსელი სელფი კამერა და ეს ყვლაფერი მხოლოდ 583 ლარად.
Huawei Technologies Co. Ltd. მულტინაციონალური ქსელური და სატელეკომუნიკაციო კომპანიაა, კომპანია ფოკუსირებულია როგორც ფიქსირებულ, ასევე უკაბელო კომუნიკაციებზე. იგი მსოფლიოს უდიდესი სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობის მწარმოებელია. მსოფლიო ბაზარზე სატელეკომუნიკაციო კომპანია ჰუავეი 1988 წლიდან მოღვაწეობს. მისი ოფისები 130-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. „ჰუავეი” საქართველოში 2001 წლიდან არის წარმოდგენილი. 2012 წელს ჩამოყალიბდა საქართველოში დარეგისტრირებული Tbilisi Huawei Technologies Co.
’’ელიტ ელექტრონიქსისთვის მნიშვნელოვანია მომხმარებელს შესთავაზოს ხარისხიანი და ოფიციალური ტექნიკა. აქ წარმოდგენილია მსოფლიო ბრენდების მიერ წარმოებული ყველაზე ხარისხიანი ტექნიკა, ყველა საფასო კატეგორიაში. ’’ – აცხადებენ კომპანიაში.