Lamborghini-ს ყველაზე აქტიური ქარხნის კონვეიერიდან ნომერი 14 022 Huracan ჩამოვიდა. შესაბამისად, ბოლო 5 წლის განმავლობაში იმდენი Huracan შეიქმნა, რამდენიც მისი წინამორბედი Gallardo 10 წლის განმავლობაში. თუმცა, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ სპორტქარი ყველაზე მასობრივი მოდელის სტატუსს დიდ ხანს ვერ შეინარჩუნებს.
აღსანიშნავი 14 022-ე სპორტქარი კორეელი კლიენტის დაკვეთით დამზადდა. საიუბილეო მოდელის აღსანიშნავად თანამშრომლებმა სამახსოვრო ფოტოც გადაიღეს.
უახლოეს წლებში, რეკორდულ ნიშნულს ბრენდის სხვა მოდელი – კროსოვერი Urus მიაღწევს და Huracan-ის მაჩვენებელს მარტივად გააუმჯობესებს.
ფაქტია, რომ Urus ყველაზე მოთხოვნადი Lamborghini-ა. მისი გაყიდვების მაჩვენებელი 2019 წლის პირველ ნახევარში უკვე 59%-ს აღწევს. მთლიანობაში, 6 თვეში 4553 Urus გაიყიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 96%-ით უფრო მეტია.
