საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობის მთავარი გამოწვევა ქვეყნის მოსახლეობის ეკონომიკური სიდუხჭირის დაძლევა იქნება. პრემიერი საქართველოს მთავარ ეკონომიკურ გამოწვევად სიღარიბეს მიიჩნევს და აცხადებს, რომ მას და მის გუნდს აქვს ხედვა, რომლის მიხედვითაც არსებული სიტუაცია შეიცვლება.
პრემიერის თქმით, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა და განვითარება სიღარიბის დაძლევის ერთ-ერთი მთავარი გზა იქნება. ბახტაძე პირობას დებს, რომ ბაზარზე ნებისმიერი კეთილსინდისიერი მოთამაშისთვის სამართლიანი გარემო იქნება, რაც სამეწარმეო საქმიანობას წაახალისებს.
მამუკა ბახტაძემ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების გეგმებზე “ქრონიკის” ეთერში ისაუბრა.