LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Hyundai და Kia დეფექტიანი ძრავების გამო 3 მილიარდ დოლარს გადაიხდიან

91
gdi2012021

კომპანია Hyundai–სა და Kia–ს ლამის 3 მილიარდი დოლარის დახარჯვა მოუწევთ, რათა ძრავთან დაკავშირებული ხარვეზი გამოასწორონ. Hyundai 1,8 მილიარდ დოლარს, Kia კი 1,1 მილიარდს გადაიხდის. Reuters–ის შეფასებით, მთლიანი ზარალი რომელიც მწარმოებლის იმიჯსაც შეეხო, 5 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს.

Hyundai–სა და Kia–ს ავტომoბილებში ძრავის ხარვეზის შესახებ ცნობილი ჯერ კიდევ 2015 წელს გახდა. 2,0 და 2,4 ლიტრის მოცულობის აგრეგატები მწყობრიდან გამოდიოდა, შემდეგი წლები კი კომპანიებმა მანქანების უკან გამოწვევებს და პრობლემის მოგვარებას დაუთმეს.

უკან გამოწვევა შეეხო ისეთ მოდელებს როგორიცაა Hyundai Sonata (2011-2019), Santa Fe (2019) და Santa Fe Sport (2013–2018), Veloster (2019) და Tucson (2014, 2015, 2019), ასევე ახალი Kia Optima, Sorento და Sportage, რომელიც ამ დროისთვის მხოლოდ აშშ–სა და კანადის ბაზრებზე იყიდება. მთლიანობაში რემონტი 1,7 მილიონ ავტომობილს დასჭირდა და კომპანიებმა ავტომფლობელებს პირობაც მისცეს, რომ მანქანებს მომავალშიც უფასოდ შეუკეთებენ.

და ბოლოს, ამ ყველაფრის ფონზე Hyundai–სა და Kia–ს აქციების ფასი 2,3%–ით დაეცა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g