LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Hyundai-სა და Kia-ს მფლობელებმა ავტოკონცერნის წინააღმდეგ კოლექტიური სარჩელი შეიტანეს

119
2023-tesla-model-3-and-hyundai-ioniq-6-group-9

Hyundai-სა და Kia-ს მფლობელებმა ავტოკონცერნის წინააღმდეგ კოლექტიური სარჩელი შეიტანეს. აშშ-ს სასამართლოში Hyundai Ioniq 5-ის, 6-ის, Genesis GV60-ის და Kia EV6-ის მეპატრონეთა საჩივრებია დაფიქსირებული. ავტომწარმოებელს იმაში ადანაშაულებენ, რომ დასამუხტი სადგურის დეფექტის გამო დენცქვიტა ადვილად ხურდება, რაც დამუხტვის პროცესს ძალიან ანელებს ან საერთოდ წყვეტს.

მოსარჩელეთა ინტერესებს ფირმა Hagans Berman Sobol Shapiro LLP იცავს. აღსანიშნავია, რომ აშშ-ს საგზაო უსაფრთხოების ნაციონალური ადმინისტრაციის საიტზეც მრავალი საჩივარია დაგროვილი: დაზარალებულთა ნაწილი აზუსტებს, რომ სისტემის ხარვეზის შესახებ Hyundai-ს აპლიკაციაც კი ყოველ 2-3 წუთში ერთხელ იტყობინება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g