LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Hyundai-ში ბავშვი აღარ დაგრჩებათ

47

Hyundai მშობლებს უკანა სავარძელზე მჯდომ ბავშვებს შეახსენებს. ავტომწარმოებელმა უსაფრთხოების ახალი სისტემა – Rear occupant Alert წარმოადგინა და ის ავტომობილებში 2018 წლიდან გაჩნდება. სიახლე ავტომობილის დატოვების დროს ამოქმედდება და მშობლებს ბავშვებს გაახსენებს. სისტემა უკანა სავარძელს სკანერით შეამოწმებს და თუკი იქ პატარა იჯდება, ამის შესახებ მძღოლს აუცილებლად შეახსენებს. ხოლო, თუკი მშობელი ავტომობილს სიგნალის მიღებამდე დატოვებს, მაშინ ავტომობილი ახმაურდება, ფარებს აანთებს და მის მფლობელს სმარტფონზე უკან დაბრუნების შეტყობინებაც მიუვა.

ექსპერტები თვლიან, რომ Hyundai–ს ახალი სისტემა მართლაც დროულია, რადგან მხოლოდ ივლისის თვეში 29 პატარა სწორედ ცხელ ავტომობილში დარჩენის გამო გარდაიცვალა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები