LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

I კვარტალში საცხოვრებელი უძრავი ქონება გაძვირდა – როგორია ფასის ზრდა უბნების მიხედვით

128
tbilisi2

2023 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი 0.9 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 10.7 პროცენტი შეადგინა. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. 2020 წლის საშუალოსთან შედარებით, ინდექსი 25.1 პროცენტით არის გაზრდილი.

საქსტატის ცნობით, საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსის დაფარვა შემოიფარგლება თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების, ისე კერძო სახლების სეგმენტებს.

ამასთან, საქსტატის ცნობით, 2023 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასების 2.4 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა საცხოვრებელი ბინების სეგმენტში, ხოლო -3.5 პროცენტიანი კლება კერძო სახლების სეგმენტში.

2022 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, ფასების ზრდა დაფიქსირდა ორივე სეგმენტში: ბინებზე – 9.3 პროცენტით, ხოლო კერძო სახლებზე – 11.6 პროცენტით.

ახალაშენებული ბინების სეგმენტში თბილისის უბნების მიხედვით კვადრატული მეტრის ფასები ასე ნაწილდება: მთაწმინდა – 4,919 ლარი; ვაკე – 4,201 ლარი; საბურთალო – 3,344ლარი; ჩუღურეთი – 3,257 ლარი; კრწანისი – 3,175 ლარი; დიდუბე – 3,004 ლარი; ნაძალადევი – 2,928 ლარი; ისანი – 2,856 ლარი; გლდანი – 2,788 ლარი; სამგორი – 2,647 ლარი.