LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ია სუხიტაშვილმა სან სებასტიანის კინოფესტივალზე საუკეთესო ქალი მსახიობის ჯილდო მიიღო

7092
ia-suxitashvili

სან სებასტიანის კინოფესტივალზე მსახიობმა ია სუხიტაშვილმა საუკეთესო ქალი მსახიობის კატეგორიაში გაიმარჯვა. ინფორმაციას თავად ია სუხიტაშვილი ავრცელებს პირად ფეისბუქგვერდზე.

დეა კულუმბეგაშვილის ფილმის „დასაწყისი“ მსოფლიო პრემიერა სან სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართება

ფესტივალზე საუკეთესო რეჟისორად დასახელდა დეა კულუმბეგაშვილი, საუკეთესო ფილმად კი „დასაწყისი” აღიარეს.

“საუკეთესო სცენარი,საუკეთესო რეჟისორი ,საუკეთესო მსახიობი ქალი(მე) რეკორდი მოვხსენით,სან სებასტიანის კინო ფესტივალი ,ვაიმეეე არ მჯრააააა ,დეა კულუმბეგაშვილი მიყვარხააარ ეხლა უცებ საუკეთესო ფილმი კიდევ ჯილდო,ვაიმეეე ,ცუდად ვარ ისეთი შოკი მაქვს,საქართველო გილოცავ”- წერს ია სუხიტაშვილი.

მსახიობი სოციალურ ქსელში მილოცვებს იღებს.

სან სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალზე ქართული კინოს ტრიუმფს საქართველოს კინომატოგრაფიის ეროვნული ცენტრიც ეხმაურება.

“კინოფესტივალის მთავარი ჯილდო – “ოქროს ნიჟარა” გადაეცა დეა კულუმბეგაშვილის ფილმს “დასაწყისი”!
და კიდევ სამი მთავარი ჯილდო:
დეა კულუმბეგაშვილი – საუკეთესო რეჟისორი (ვერცხლის ნიჟარა);
ია სუხიტაშვილი – საუკეთესო მსახიობი ქალი (ვერცხლის ნიჟარა);
დეა კულუმბეგაშვილი და რატი ონელი – საუკეთესო სცენარი (ჟიურის სპეციალური პრიზი);
ვულოცავთ ფილმის მთელ შემოქმედებით ჯგუფს ამ დიდ გამარჯვებას!”

 

“დასაწყისი” გადაღებულია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში – ლაგოდეხსა და გარშემო სოფლებში.

ფილმი შექმნილია ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით.