LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იაფფასიანი შოუა“ – რატომ არ მიეცათ მოქალაქეებს საკრებულოში ბანერის გაშლის საშუალება

131
BeFunky-collage (2)

საკრებულოს სხდომა ღიაა, თვითმმართველობა ღიაა იმისთვის, რომ მოქალაქეების ჩართულობა იყოს,“ – ამის შესახებ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძემ რადიო „ფორტუნას“ ეთერში გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

ამ კომენტარით მან უპასუხა ოპოზიციის ბრალდებას იმის შესახებ რომ სხდომაზე ქართულმა ოცნებამ პარტიის აქტივისტები შეიყვანა.

„კოდექსი არეგულირებს იმას, რომ ყველას შეეძლოს საკრებულოს სხდომაზე დასწრებამ“ – აღნიშნა ჩაკვეტაძემ.

„ფორტუნას“ კითხვაზე, რატომ არ მიეცათ სამოქალაქო აქტივისტებს საკრებულოში ბანერის გაშლის საშუალება, გიორგი ჩაკვეტაძემ განმარტა:

„ვინც ესწრებოდა ამ სხდომას, იმ მონაწილეებმა ჩათვალეს, რომ ეს ფორმა იყო მიუღებელი და არ მისცეს მათ საშუალება, რომ ბანერი გაეშალათ და იაფფასიანი შოუ მოეწყოთ. ასევე ბევრი მცდელობა იყო მსგავსი შოუების, ხელბორკილი მოიტანა ერთ-ერთმა ჩვენმა ოპოზიციონერმა კოლეგამ. რა თქმა უნდა, ეს იაფფასიანი შოუა,“ – განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები