LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამას იჭერთ? ხომ გესმით რომ არ გამოვა – ამ ქალს არ გამოგატანენ!..

845
57486180_2447521858605674_5309378252794494976_n

“გირჩის” წევრი იაგო ხვიჩია “ფეისბუქიდან” შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს და ეკითხება ვის დასჯას აპირებს პოლიცია. ის აქვეყნებს ფოტოს, სადაც ჩანს, რომ მოხუც ქალს დიდი ქვა უჭირავს, რომელსაც სავარაუდოდ ის სპეცრაზმის მიმართულებით ისვრის.

იაგო ხვიჩია შსს-ს მიმართავს მუქარის რიტორიკა დაასრულონ და ხალხთან ნორმალურად ლაპარაკი დაიწყონ.

„ვინც პოლიციელს ქვა ესროლა სახელმწიფოს ესროლა და დაისჯებაო, დილიდან ორკესტრია ჩართული.

ამას იჭერთ?

ხო გესმით რომ არ გამოვა, არ გამოგატანენ.

რომც გამოგატანონ დაიჭერთ?

კანონი, რომ ყველას მიმართ უნდა აღსრულდეს მეც ვიცი, მაგრამ ამას დაიჭერთ?

თუ არა, მაშინ მორჩეს ეს უაზრო მუქარის რიტორიკა და დაელაპარაკეთ წესიერად ხალხს“, – წერს იაგო ხვიჩია.

 

 

შეგახსენებთ, გუშინ პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობის სამუშაოების დაწყებას მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. სიტუაციის დასარეგულირებლად შსს-მ ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმი შეიყვანა. სპეცრაზმსა და ხალხს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირების შედეგად საავადმყოფოში ზედაპირული დაზიანებით 27 ადამიანი მოხვდა. მათ შორის ნახევარზე მეტი შსს-ს წარმომადგენლები. სიტუაცია მას შემდეგ განიმუხტა, რაც ადგილზე შს მინისტრი გიორგი გახარია ჩავიდა და განაცხადა, რომ სანამ ჰესის მშენებლობას ადგილობრივების 90%-იანი მხარდაჭერა არ ექნება, სამუშაოები შეჩერდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g