LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პანკისის დაპირისპირება – დაშავებული 16 პირი საავადმყოფოში რჩება

119
mg_3547-copy

პანკისში მომხდარი დაპირისპირებისას რამდენიმე ადამიანი დაშავდა. დაშავებულებიდან 16 პირი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ამ დრომდე რჩება.

როგორც საავადმყოფოს ექიმი მაია მრელაშვილი აცხადებს, დაშავებული პაციენტებიდან ძირითადად ის პოლიციელები არიან, რომლებმაც დაზიანებები თავის არეში მიიღეს და ქალა-ტვინის ტრავმები აღენიშნებათ.

„ღამის განმავლობაში თელავის რეფერალურ საავადმყოფოში 17 დაშავებული მკურნალობდა, ერთმა დღეს დილით დატოვა სამედიცინო დაწესებულება. დანარჩენი 16 პაციენტი ამ ეტაპზე სტაციონარში რჩება, მათ ძირითადად ქალა-ტვინის ტრავმები აღენიშნებათ. არც ერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დღის განმავლობაში სავარაუდოდ, რამდენიმე დაშავებული კიდევ გაეწერება,” – აღნიშნა ექიმმა მაია მრელაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პანკისის ხეობაში გუშინ მომხდარი დაპირისპირების შედეგად, ჯამში, სამედიცინო დახმარება გაეწია 55 ადამიანს, მათ შორის 38 პოლიციელს და 17 მოქალაქეს.