LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაგო ხვიჩია: ქალბატონი სალომე ჩამოყალიბდა კარგ მსახიობად „ქართული ოცნების“ ხელში, რომელიც მათ მითითებებს ასრულებს

153
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (6)

ხალხი, ვისაც იმედი აქვს, რომ პრეზიდენტი რაღაცას გააკეთებს, ცრუ იმედების ქვეშაა – ქალბატონი სალომე უკვე ჩამოყალიბდა კარგ მსახიობად „ქართული ოცნების“ ხელში, რომელიც „ქართული ოცნების“ დავალებებს და მითითებებს ასრულებს, – ამის შესახებ “გირჩის” ლიდერმა იაგო ხვიჩიამ “ერთობის პლატფორმის” შექმნის თაობაზე პრეზიდენტის მოწოდების შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა და აღნიშნა, რომ დიდი ხანია, რაც სალომე ზურაბიშვილის იმედი დაკარგა.

„დიდი ხანია დავკარგე სალომე ზურაბიშვილის იმედი, რომ რამე ხეირიანს გააკეთებს თავის საპრეზიდენტო ვადაში. შესაბამისად, მგონია, რომ ხალხი, ვისაც იმედი, აქვს რომ პრეზიდენტი რაღაცას გააკეთებს, ცრუ იმედების ქვეშაა.

მგონია, რომ ქალბატონი სალომე უკვე ჩამოყალიბდა კარგ მსახიობად „ქართული ოცნების” ხელში, რომელიც “ქართული ოცნების” დავალებებს და მითითებებს ასრულებს.

პრეზიდენტი: გთავაზობთ არსებული ჩიხიდან გამოსვლის ფორმულას – შევქმნათ მომავლის ქარტია – „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“!

ეს თითქოს ისე გამოიყურება, რომ ოპოზიციური საქმეა და ჩემი კოლეგების ნაწილი გულუბრყვილოდ ხდება აღფრთოვანებული, რომ ახალი მოკავშირე იპოვა პოლიტიკურ ბრძოლაში.

კობახიძე პრეზიდენტის გამოსვლაზე: „საინტერესო არ იყო არაფერი“

ეს ყოველთვის გულგატეხილობით და იმედგაცრუებით სრულდება. ამ პლატფორმის შინაარსიც დაახლოებით ისე გავიგე, როგორც სხვა პლატფორმების, რომელიც პრეზიდენტმა შექმნა.

დანარჩენ ორ შემთხვევაში დავდიოდი, პრეზიდენტს ვაძლევდი რჩევას და ვეუბნებოდი, რა მიმაჩნდა იმის გაგრძელებად, რაც თვითონ წარმოედგინა, რათა ეს იდეა არ მომკვდარიყო. მაგრამ, ჩემი აზრით, პრეზიდენტი შეგნებულად კლავდა თავისივე ინიციატივებს, რომ შემდეგ “ქართულ ოცნებას” დაეცინა ოპოზიციისთვის, რომელიც პრეზიდენტს აჰყვა და რაღაცის იმედი ჰქონდა”,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

კითხვაზე, მიიღებს თუ არა მონაწილეობას პრეზიდენტის ინიციატივით გამართულ შეხვედრებზე, ხვიჩია ამბობს, რომ მისი პარტიიდან კონსულტაციებზე ალექსანდრე რაქვიაშვილი იქნება.

“მე იმდენად კრიტიკული ვარ და იმდენად არ მჯერა პრეზიდენტის, რომ ჩემი მონაწილეობა, შეიძლება უხერხული იყოს. მაგრამ ჩვენგან სანდრო რაქვიაშვილი იქნება, თუ დაგვპატიჟეს”,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

სალომე ზურაბიშვილი: პარლამენტის ტრიბუნასთან დღეს ბოლოჯერ კი არ ვდგავარ, არამედ ამ ტრიბუნასთან პირველად ვდგავარ, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის პრეზიდენტი – ჩვენ ეს შევძელით! 

სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილს მიმართავს 

„ელიტარულმა კორუფციამ ახალი მასშტაბი მიიღო, ელიტის მადას ზღვარი არ გააჩნია“ – სალომე ზურაბიშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები