LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაგო ხვიჩია: რისთვის მიდიხარ „ქართული ოცნების“ ოფისთან და რატო მოდიხარ უკან, როცა იქიდან გაგინებენ

269
BeFunky-collage (5)

პარტია „გირჩის“ ლიდერის იაგო ხვიჩიას განცხადებით, გუშინ გამართული აქციის ორგანიზატორებს საპროტესტო მუხტის ჩაცხრობა და მიტინგის წარმატებულად დაშლა კარგად გამოუვიდათ.

როგორც იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, ბევრი ადამიანის მიზანი, ვინც აქციას ხელმძღვანელობდა, აქციის დაშლა იყო.

„აქცია წარმატებული იყო იმ თვალსაზრისით, რომ თუ გინდოდა ადამიანებში საპროტესტო მუხტის ჩაცხრობა და მიტინგის წარმატებულად დაშლა ისე, რომ 100 000-კაციანი მიტინგიდან 10 დღეში არაფერი დარჩენილიყო, ეს ორგანიზატორებს კარგად და წარმატებით გამოუვიდათ.

ბევრი ადამიანის მიზანი, ვინც აქციას ხელმძღვანელობდა, იყო უბრალოდ აქციის დაშლა, საპროტესტო მუხტის ჩაცხრობა და არა ის, რაც იყო გაცხადებული, ხელისუფლების შეცვლა და ასე შემდეგ.

შესაბამისად, ხალხს, რომელსაც უნდოდა სამართლიანი პროტესტი ჩაეცხრო, ადამიანებს იმედები გაცრუებოდა და სახლში წასულიყვნენ, წარმატებით გამოუვიდათ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ნებისმიერ საბაბს იყენებს იმისათვის, რომ პოლარიზაცია კიდევ უფრო მეტად გაზარდოს.

„მართლა ვერ ვხვდები, რისთვის მიდიხარ „ქართული ოცნების“ ოფისთან და რატო მოდიხარ უკან, როცა გაგინებენ იქიდან. რისთვის მიხვედი იქ? შენ მაინც აგინე, შენც რომ მიდიხარ.“– თქვა დეპუტატმა.

ცნობისთვის, შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა დიმიტრი სამხარაძემ, გუშინ, მმართველი პარტიის ოფისთან მისულ მოქალაქეებს აგინა.

დიმიტრი სამხარაძე: ჩემი გინების ადრესატს გაცილებით მეტი ეკუთვნის

პოპულალურები