LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაგო ხვიჩია: შანსსაც, რომ ევროპაში წავიდეთ და იქ გავაგრძელოთ ნორმალური ცხოვრება, დავკარგავთ – ერთადერთი სწორი გზა იქნება დემარში საკუთარი მთავრობის მიმართ

145
1396877941

„შანსსაც, რომ ევროპაში წავიდეთ და იქ გავაგრძელოთ ნორმალური ცხოვრება, დავკარგავთ, ამიტომ ერთადერთი სწორი გზა იქნება – დემარში საკუთარი მთავრობის მიმართ“, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

კითხვაზე, რა განვითარება შეიძლება მოჰყვეს რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო, დემარშის მიზნით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების შეხვედრას ვიცე-პრემიერთან, ხვიჩია პასუხობს, რომ სინამდვილეში ევროპის დემარში ნიშნავს, საქართველოში რუსეთის შემოსვლას.

ევროკავშირის ქვეყნების დემარში, რუსეთთან ფრენების აღდგენის გამო – ელჩები ეკონომიკის მინისტრს ხვდებიან

„ევროკავშირის მხრიდან რა განვითარება შეიძლება მოჰყვეს, არ ვიცი, მაგრამ ერთხელ უკვე ვნახეთ, რა განვითარება მოყვა „რუსულ კანონს“ საქართველოს მოქალაქეებში, ამაზე უარესი მოხდება, იმ შემთხვევაში თუკი „ქართული ოცნების“ და ჩვენი აეროპორტების მოღვაწეობის შედეგად, ქართველ ხალხს ევროპაში ფრენას აუკრძალავენ. სამწუხაროდ, აქეთ მიდის ეს საუბარი. მგონია, რომ ეს დემარში არავის უნდა მიგვაჩნდეს სახუმაროდ. სინამდვილეში ევროპის დემარში ნიშნავს, საქართველოში რუსეთის შემოსვლას.

ჩვენი მთავრობის ქმედებები არ ტოვებს ცივილური დიალოგის საშუალებას. არ არის მეგობრის პოზიცია, როდესაც ამბობს: „მე რას მელაპარაკებით, პუტინს ელაპარაკეთ“. პუტინს კი არ ელაპარაკებიან, ებრძვიან. ამაზე არაადეკვატური დამოკიდებულება ნიშნავს იმას, რომ „ქართული ოცნება“ სხვა ნოტაზეა. მგონია, რომ ამით „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები საკუთარ თავს უთხრიან სამარეს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“.

მისივე თქმით, საზოგადოება კონკრეტულ საბაბს ელოდება და ამ საბაბს ისევ „ქართული ოცნება“ მისცემს.

„შანსს, რომ ევროპაში წავიდეთ და იქ გავაგრძელოთ ნორმალური ცხოვრება, ამასაც დავკარგავთ, ამიტომ ერთადერთი სწორი გზა იქნება დემარში საკუთარი მთავრობის მიმართ. დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი მივაგნებთ ამის ფორმებს. საქართველოში არ მოხდება ისე, რომ ერთი აჯანყება არ მოვაწყოთ რუსეთის წინააღმდეგ და ისე ჩავბარდეთ. ნებისმიერი ადამიანის ვალდებულებაა, მონობას ნებისმიერი ფორმით გაუწიოს წინააღმდეგობა.

ხალხი კონკრეტულ საბაბს ელოდება და ამ საბაბს ისევ „ქართული ოცნება“ მისცემს. ოპოზიცია, ვითომ ამ აქციების დაორგანიზებით, ხალხს შლის. „ქართული ოცნების“ იმედი მაქვს, ისინი აუცილებლად მოახერხებენ იმას, რომ ხალხი გააბრაზონ და ქუჩაში გამოიყვანონ“, – განაცხადა ხვიჩიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g