„თუ შემდეგ პარლამენტში მხოლოდ „ნაცები“ და „ქოცები“ იქნებიან, მე მგონი, ერთობის შედგომას ჯობია, რომ ვიზაზე და ბილეთზე „ვიჩალიჩოთ” და ქვეყნები შევარჩიოთ, სად ჯობია ცხოვრების გაგრძელება“, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ქართულ პოლიტიკურ სივრცეში მხოლოდ სამი პარტიაა, რომელთაგან ორს რამდენიმე თანამგზავრი პარტია ჰყავს.
„თუმცა ასეთი პესიმისტი არ ვარ, ქართველი ხალხის მჯერა და შეუძლებელი მგონია, რომ ისეთი იდიოტები ვიყოთ, რომ მარტო „ქოცები“ და „ნაცები“ ავირჩიოთ.
ჩვენ საერთოდ მივიჩევთ, რომ სულ სამი პარტია არსებობს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. აქედან ორი პარტია ერთი პარტიით კი არ გადის არჩევნებზე, არამედ 5-5, 6-6 თანამგზავრი პარტია ჰყავთ.
აგერ, ორი დღის წინ „ქოცებმა“ შექმნეს „ხალხის ძალა“, ასევე „ნაცებმა“ შექმნეს გვარამიას და მელიას გაერთიანება“. – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარედ სოზარ სუბარი აირჩიეს