“იაგო ხვიჩია ფხიზელ მდგომარეობაში იყო, როცა ამ კომენტარს აკეთებდა? მის ბოდვაზე სერიოზული კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ. ითამაშოს თავის პარტიაში,” – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნონა მამულაშვილმა განაცხადა.
ამ განცხადებით, მამულაშვილმა პარტია “გირჩის” ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადება შეაფასა, რომელმაც თქვა, რომ ნაციონალურ მოძრაობაში“ ადამიანს ეძებს, რომელიც მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლაზე ახლა მაინც დაენაძლევება.
ნონა მამულაშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში არის სერიოზული პოლიტიკური ვითარება რდა მაიმუნობა უნდა დასრულდეს.
„ვფიქრობ, რომ ქვეყანაში არის სერიოზული პოლიტიკური ვითარება და დანეძლავება, გაწუწვა, გათამაშება და მაიმუნობა უნდა დასრულდეს, რითაც საზოგადოება დავღალეთ.
ქვეყანას კრიზისიდან მალე გამოსვლა სჭირდება. აქედან ერთადერთი გამოსავალი იქნება, რომ 2 ოქტომბერს მთავრობა გადავირჩიოთ და კოალიციური მთავრობა მოვიდეს, რომელიც ქვეყანას სწორ გზაზე დააბრუნებს“, – განაცხადა ნონა მამულაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, იგი 2 ოქრომბერს საქართველოში დაბრუნებას გეგმავს, რისი დამადასტურებელი ავიაბილეთი გუშინ მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.