საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ბილეთი 2 ოქტომბრისთვის შეიძინა. ამის შესახებ სააკაშვილმა “ფეისბუქზე” ვიდეო მიმართვაში განაცხადა და კიევი – თბილისის ბილეთის ფოტოც გამოაქვეყნა.
„რა თქმა უნდა, ავიღე ბილეთი, როგორც ვთქვი, 2 ოქტომბრის საღამოსთვის, რათა თქვენთან ერთად ვიყო თბილისში და თქვენთან ერთად დავიცვა თქვენი ნება, თქვენი ნების გამოხატულება. თქვენთან ერთად მივიღო მონაწილეობა საქართველოს გადარჩენაში. ამას არც ჩემთვის ვაკეთებ და არანაირი პირადი ამბიცია არ მამოძრავებს, არანაირი თანამდებობის სურვილი, იმიტომ, რომ ნამვვილად არ ვაპირებ ამისთვის ბრძოლას, მაგრამ ვაპირებ ბრძოლას იმისთვის, რომ ჩვენს შვილებს მომავალი ჰქონდეთ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.