ლეო მესიმ და კრიშტიანო რონალდომ იახტები ერთმანეთისგან 20 მეტრში დააპარკინგეს.
ეტყობა, ბიჭები ახალი სეზონისთვის ძალებს ერთად იკრებენ.
რონალდოც და მესიც შვებულებას იბიცაზე ატარებენ. დედამიწის ზურგზე ყველაზე მაგარმა ფეხბურთელებმა კუნძულზე საკუთარი იახტები ჩაიტანეს და ერთმანეთთან ძალიან ახლოს დააბეს. ამაზე Marca წერს.
კრიშტიანოს Asciari უფრო ძვირია, ვიდრე ლეოს Seven C, თუმცა განსხვავება სულ რაღაც 5 ათას ევროშია. მესის იახტა კი 127 ათასი ევრო ღირს.
სხვათა შორის, ამავე სანაპიროზე დგას ზინედინ ზიდანის, ალვარო მორატას და კოკეს იახტებიც.