LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსმა მილიარდერებმა იახტების და კერძო თვითმფრინავების გადამალვა დაიწყეს

355
Catamaran Bel Mare Yacht - with sea plane

სანქციების შიშით, რომლებიც დასავლეთის ქვეყნებმა უკრაინაში რუსეთის სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ დააწესეს, რუსმა მილიარდერებმა საკუთარი ქონების გადარჩენაზე ზრუნვა დაიწყეს და ცდილობენ, მათთვის ძვირფასი ნივთები გადამალონ.

Business Insider-ის ცნობით, რუს ოლიგარქებს იახტები და კერძო თვითმფრინავები დუბაისა და მალდივებზე გადაჰყავთ, რომლებიც ამ დრომდე, სანქციების მიმართ ნეიტრალურები რჩებიან. გარდა ამისა, დუბაიში რუსების მხრიდან დიდი მოთხოვნაა ძვირად ღირებულ უძრავ ქონებაზეც.

შეგახსენებთ, ევროპის ქვეყნები რუსი ოლიგარქებისთვის იახტების ჩამორთმევას აგრძელებენ. გერმანიაში სანქციების გამო დააკავეს ალიშერ უსმანოვის კუთვნილი სუპერიახტა Dilbar, საფრანგეთში კი – იახტა, რომელიც სავარაუდოდ კომპანია „როსნეფტის“ ხელმძღვანელს, იგორ სეჩინს ეკუთვნის.

ამასთან, გუშინ ცნობილი გახდა, რომ შვიდი რუსი მილიარდერი მოხვდა დიდი ბრიტანეთის ახალ სანქციების სიაში. მათ შორის – საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ მფლობელი რომან აბრამოვიჩია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები