LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაკობ გოგებაშვილის საფლავისა და ნეშტის დაზიანების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არის სრული სიცრუე: თბილისის მერია

93
1

“იაკობ გოგებაშვილის საფლავისა და ნეშტის დაზიანების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არის სრული სიცრუე. პანთეონის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოებს არ გამოუწვევია საფლავის დაზიანება.” – შესაბამის განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს და იაკობ გოგებაშვილის საფლავისა და ნეშტის დაზიანების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება.

როგორც დედაქალაქის მერიის მიმართვაშია აღნიშნული, საფლავის ქვა სიძველის გამო ჩავარდა, რის შესახებაც დაუყოვნებლივ ეცნობა ძეგლთა დაცვის სააგენტოს და საფლავის ქვა ყველა პროცედურის დაცვით აღადგინეს:

“მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს გავაკეთოთ განმარტება ქართველი საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის საფლავის დაზიანების თაობაზე გავრცელებულ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით.

2019 წელს, მთაწმინდის პანთეონში თბილისის მერიამ განახორციელა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი. კერძოდ, მოეწყო სადრენაჟე სისტემა, რომელიც მანამდე არ არსებობდა და მოსული ნალექი ხშირად იწვევდა საფლავების დატბორვას. რაც შეეხება იაკობ გოგებაშვილის საფლავისა და ნეშტის დაზიანებას, გავრცელებული ინფორმაცია არის სრული სიცრუე. პანთეონის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოებს არ გამოუწვევია საფლავის დაზიანება. საფლავის ქვა ჩავარდა სიძველის გამო, რის შესახებაც დაუყოვნებლივ ეცნობა ძეგლთა დაცვის სააგენტოს და საფლავის ქვა ყველა პროცედურის დაცვით აღადგინეს.” – აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, სავარაუდოდ, სუს-თან დაკავშირებული ფარული მოსმენა-მიყურადების ამსახველი დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ, შესაძლოა, დაზიანებული იყოს იაკობ გოგებაშვილის საფლავი, ხოლო მისი ნეშტი გაბნეული.

გოგებაშვილის საფლავის დაზიანების ფაქტი, სავარაუდო, სუსის ფაილებში მოხსენიებულმა ნიკოლოზ ანთიძემ დაადასტურა

რაც შეეხება თავად გავრცელებულ ჩანაწერებს, 13 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ მედიებმა მიიღეს დაუცველი ვებსაიტის ბმული, რომელზეც ათასობით დოკუმენტი იყო განთავსებული – ტექსტური ფაილები, ვიდეო და აუდიოჩანაწერები, ფოტომასალა, მათი უმრავლესობა სასულიერო პირებს ეხებოდა. უცნობია, ვინ გაავრცელა ფაილები.

პროკურატურამ მედიის მიერ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება 14 სექტემბერს დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g