საქართველოში აშშ-ს ელჩი ამბობს, რომ საქართველოში საარჩევნო კამპანია ძალიან კარგად მიმდინარეობს და ისურვებდა, მსგავსი იყოს აშშ-შიც.
”მე მგონი, ყველა ხვდება არჩევნების მნიშვნელობას. მნიშვნელოვანია გამოხატული იქნას ქართველი ხალხის ნება. შესაბამისად, რაც შემიძლია გითხრათ მიმდინარე კამპანიაზე, ეს არის ძალიან კარგი, სამაგალითო და კონკრეტულ საკითხებზე ორიენტირებული. შეიძლება იყოს რამდენიმე ინციდენტი, თუმცა ამის შესახებ ჩვენი პოზიცია დავაფიქსირეთ მთავრობასთან. მე ვისურვებდი, რომ არჩევნები და საარჩევნო კამპანია ასეთი კარგი იყოს ამერიკაშიც”, – განაცხადა იან კელიმ, რომლის ქართულ თარგმანსაც ”იმედი” ავრცელებს.
