LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იანოშ ჰერმანი: თქვენ კიდევ დიდხანს გჭირდებათ მუყაითი შრომა ეკონომიკური ზრდისთვის

217

ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებიდან თითქმის 14 თვე გავიდა და საქართველო უკვე უნდა ინტეგრირდეს ევროკავშირის ბაზართან, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI-ს მიერ გამართულ კონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს სჭირდება მეტი ინვესტიციები ეკონომიკური ზრდისთვის.

”ასოცირების ხელშეკრულებით ნაკსრი ვალდებულებების იმპლემენტაცია საქართველოს გახდის უფრო მიმზიდველს უცხოური ინვესტიციებისთვის. ის ფინანსური დახმარება, რაც გაწია ევროკავშირმა, ასევე სხვა დონორებმა, ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა, მთავარი ქართველი ხალხის საქმიანობაა. თქვენ კიდევ დიდხანს გჭირდებათ მუყაითი შრომა ეკონომიკური ზრდისთვის და დემოკრატიული ცვლილებებისთვის”, – განაცხადა იანოშ ჰერმანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g