LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იანვარ-აგვისტოში ადგილობრივი ექსპორტი 36.9 პროცენტით გაიზარდა

52
საქსტატი

2022 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 3 571.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 36.9 პროცენტით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. ამის შესახებ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 69.6 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 31.2 პროცენტით გაიზარდა და 2 487.1 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, ადგილობრივ ექსპორტში უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების სამეულში პირველ ადგილს ჩინეთი იკავებს, მეორე ადგილზეა რუსეთი, მესამეზე კი – თურქეთი.

„2022 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 81.3 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები არიან: ჩინეთი (472.2 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (350.6 მლნ. აშშ დოლარი) და თურქეთი (295.6 მლნ. აშშ დოლარი).

2022 წლის იანვარ-აგვისტოში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 683.8 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 27.5 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 365.1 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 14.7 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს აზოტოვანი სასუქები 192.7 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7.7 პროცენტი),“- ვკითხულობთ „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები