2023 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 6.491 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 21.9 პროცენტით მეტია. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
საქსტატის ცნობით, აქედან, ექსპორტი 1.960 მლრდ აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 23.5 პროცენტით), ხოლო იმპორტი 4.531 მლრდ აშშ დოლარი (გაიზარდა 21.2 პროცენტით).
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2023 წლის იანვარ-აპრილში 2.571 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.6 პროცენტია.
4 თვეში რუსეთიდან საქართველოში $838 მილიონზე მეტი გადმოირიცხა – ეროვნული ბანკი