LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

4 თვეში რუსეთიდან საქართველოში $838 მილიონზე მეტი გადმოირიცხა – ეროვნული ბანკი

138
დოლარი

2023 წლის აპრილში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 369.7 მლნ აშშ დოლარი (933.3 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 20%-ით (61.6 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2022 წლის აპრილის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. ყველაზე დიდი ოდენობით გზავნილები შემდეგი ქვეყნებიდან შემოვიდა:

  • რუსეთის ფედერაცია – 159.6, ზრდა წინა წელთან – 19.99%;
  • იტალია – 40.9, ზრდა წინა წელთან – 22.4%;
  • აშშ – 34.2, ზრდა წინა წელთან – 36.7%;
  • საბერძნეთი – 20.4, ზრდა წინა წელთან – 9.4%;
  • ყაზახეთი – 19.7, კლება წინა წელთან – 1.51%.

ეროვნული ბანკის ცნობით, რაც შეეხება გადარიცხვებს, ამავე პერიოდში საქართველოდან საზღვარგარეთ 28.4 მლნ აშშ დოლარი (71.8 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2022 წლის აპრილის (25.4 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 12%-ით მეტია.

სულ, მიმდინარე წლის 4 თვეში საქართველოში 1.6 მლრდ აშშ დოლარზე მეტის ფულადი გზავნილები შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე, 853.5 მლნ აშშ დოლარზე 90.4%-ით მეტია.

წელსაც ყველაზე დიდი მოცულობით, 838.1 მლნ აშშ დოლარის გზავნილები რუსეთიდან შემოვიდა, შემდეგ მოდიან იტალია 162.8 მლნ აშშ დოლარით და აშშ 129.2 მლნ აშშ დოლარით.

mazda magti 5g